ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი წლის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება

შობა-ახალი წლის გათვალსიწინებით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ქვეყანაში დაწესებული ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, 24 დეკემბერიდან  3 იანვრამდე აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

ასევე, ამავე პერიოდში იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები.

ამასთან, 3 იანვრიდან კვლავ დაწესდება ეს შეზღუდვები, რომლებიც 31 იანვრამდე გგარძელდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი. 

 

 

იტვირთბა....