ახალი ამბები პოლიტიკა

“ტრაგედიამ დაგვანახა, რომ მთავრობებს მართებთ წინდახედულება”

პარიზში განვითარებული ცნობილი მოვლენების კომენტირებისას, შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ჟურნალისტებთან ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის როლზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას, მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა განუცხადა ჟურნალისტებს  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

“პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე ლიბანში, ანკარაში, სინაის მთაზე მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ჩვენს მთავრობებს მართებს წინდახედულობა. ტრანსნაციონალური საფრთხე არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშეც დგას. საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა”, – განაცხადა  ამერიკის ელჩმა.

ელჩის შეფასებით,  საქართველოს მისწრაფებები არის დასავლური მომავლისკენ ორიენტირებული. 

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ გარემოში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, მოწყობაც უნდა იყოს ამ გარემოზე მორგებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მისწრაფებები არის დასავლური მომავლისკენ ორიენტირებული”, – განაცხადა კელიმ.

იტვირთბა....