ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ შეეხო სილამაზის სალონებს შეზღუდვები

“რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ე.წ. შედარებითი რისკი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დღეს გამოცხადებული ახალი შეზღუდვების მიუხედავად, სილამაზის სალონები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებენ მუშაობას.

ამირან გამყრელიძე ამის მიზეზებს ხსნის და აცხადებს, რომ აღნიშნული დაწესებულებები ზედმიწევნით იცავენ პრევენციულ ღონისძიებებს. ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ პირველი ტალღის დროს, სილამაზიც ცენტრების დახურვის მიუხედავად, სტილისტები სახლებში დადიოდნენ კლიენტებთან, რაც ვირუსის გავრცელების კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელია.

“როდესაც შეფასდა „შედარებითი რისკი“, სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად იცავდნენ იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რასაც ბრძანებთ. არის მეორე რისკი, რომ დაკეტო სილამაზის სალონი და შეზღუდო, ეს ბიზნესი ინაცვლებს ჩრდილში, ადამიანები სახლებში დადიან და შესაძლებელია უფრო მეტი იყო გავრცელების რისკი” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.

იტვირთბა....