საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ცნობილია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეები ცხადდება.
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; ამასთან, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.