კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გადაადგილებაზე ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე იმოქმედებს. ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გახარიას თქმით, ღამის საატებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
გადაადგილებაზე შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ღამის საათებში გადადაგილება შეზღუდული იყო დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.