დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფიგზე განაცხადა.
“შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ ველოდებით, აღარ მოიმატებს, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში,”- აღნიშნავს იმნაძე.
ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, შესაძლოა ინფიცირების იმაზე მეტი მაჩვენებლი იყო, ვიდრე გამოვლენილია.
„ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი აფასებს მთელ მსოფლიოში დაავადების მაჩვენებელი, ევროპაში ეს არის, 1/5-ზე. ჩვენთან არის 1/3-ზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას, რომ გამოიკვლიონ. ეს არის ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა იმნაძემ,:- აცხადებს იმნაძ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისო საბჭო კოორნავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს. ხოლო, რა სახის შეზღუდვები დაწესდება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მტავრობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს.