საქართველოში ამ დროისთვის 886 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.
ცნობისათვის, 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში, 2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში – 33.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.