დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში ახლა შედის, ხოლო, ეს ეტაპი დაახლოებით, მაქსიმუმ ორი კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ ზახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ზახაშვილი აღნიშნავს, მძიმე პაციენტები მოგვაინებიტაც იქნება, შორის იქნება ლეტალური შემთხვევებიც.
„ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასევ თქვათ ამოისუნთქებს ეს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალუტი გამოსავლით დასრულებული შემთხვევებით“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085კი, გარდაიცვალა.