ზესტაფონში, მდინარე ძირულაში გადავარდნილ ავტომანქანაში ფეხმძიმე ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს.
“ფეხმძიმე ქალბატონი უკვე ვიპოვეთ. ავტომობილიც გამოყვანილია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.” – განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.
შეგახსენებთ, შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ავტომანქანა მდინარე ძირულაში გადავარდა, სამაშველო სამასახურის თანამშრომლები ქალბატონს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.