ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სახის შეზღუდვები იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება შეეხოს, ანუ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას იძლევა.

„საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს და დღეს ჩვენთვის მთავარი ეს არის. მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. სტაბილიზაციის შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება, სისტემამ გაუძლოს ამ დატვირთვას და შემდეგ უკვე ველოდოთ შედარებით კლებას. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ლოკალურ შეზღუდვებზე.

შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება შეეხოს, ანუ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს. ასევე, მგზავრების ნაკადების მართვა მოხდეს. ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა აქტივობის გარკვეული დონე მაინც შენარჩუნდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

იტვირთბა....