ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპას კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს

2021 წლის დასაწყისში ევროპაში “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ნაბარო აცხადებს.

როგორც ნაბარომ შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს.

„ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“ , – განაცხადა ნაბარომ.

მისივე თქმით, ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე დგას ამოცანა, კვლავაც გააკონტროლონ ვირუსი ისე, რომ არ გამოიყენონ ისეთი უხეში ზომა, როგორიც არის „ლოქდაუნი“ – მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, რისთვისაც, მისი თქმით, უწევთ მაღალი ფასის გადახდა.

იტვირთბა....