ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა” – სოციალურ ქსელში გავრცელებული ბიულეტენების ფოტოები

“ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მისვლა” – სოციალურ ქსელში გავრცელდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენის ფოტოები აღნიშნული წარწერით.

ცნობისთვის, მანამდე “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს ბიულეტენებზე დაფიქსირდეს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულათ არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი, ეს პროვოკაცია არჩევნების დისკრედიტაციის და ნეგატიური პიარისთვის გამოიყენონ.”

იტვირთბა....