მთავარი ციტატა

“ბოლო ბოლო რა გაირკვა, ნაცების ბრალია თუ კაპიტალისტების იმ კეთილმა კაცმა მძევლები, რომ აიყვანა?” – თამარ ჩერგოლეიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თავდამსხმელზე

“ბოლო ბოლო რა გაირკვა, ნაცების ბრალია თუ კაპიტალისტების იმ კეთილმა კაცმა მძევლები, რომ აიყვანა? გუშინ ცოტა ბევრი წითელი ღვინო მესხა თავში და ვერ მივყევი დისკუსიას ბოლომდე “სოციალური პოლიტიკის კრიტიკად” რომ მოინათლა მძევლების აყვანა, მანდ შევწყვიტე მიდევნება.”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” მთავარი რედაქტორი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.

ამასთან, თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები წამოაყენა. შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდა. კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვდა, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.

1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში.

2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.

3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ.

იტვირთბა....