“ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 8.29 % შეადგინა, რაც 177 462 ამომრჩეველია”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
აღნიშნული უწყების პრესპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში – 11.4%, ყველაზე დაბალი აქტივობაა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში – 6.2%.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.