“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” პოლიტიკოსის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მესაზიზღრება “ ძალიან ეს აზელილი პოლიტიკა… თუ ვექტორალურად, თუ ღირებულებებით, კატასტროფააა, რაც ახლა ხდება, მართლა “ვისი ვიოლინო , ვის როიალშია?!” გადაფასება და გაუფასურება ხდება ყველაფრის, ყველა ღირებულების და დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველას, ახლაა დრო სწორედ, რომ ამ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, სხვა “ქართველი-რუსი ოლიგარქები” და რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე “მატრონები” არ დაგვავიწყოს, რადგან ქვეყნის გადაბარებას სხვა და სხვა ფორმები აქვს, “ ლამაზად შეფუთული” და ულამაზოდ, ისე კი ორივეს ქვეყნის ღალატი ჰქვია!
აი, ახლა გვმართებს სწორედ სიფრთხილე!
იგივე წრეზე ხალხნო? დუპლეტები ხომ არ ვართ?! – ისევ გეტყვი და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ მიყვარხარ და გული მიკვდება
ჩემო “ დაბრენდილო და დაბრედილო” საქართველოვ!
ფერაგამოთი , შანელით, ივ სენ ლორანით შეფუთულ შელამაზებულო გულმავიწყობავ “ სკლეროზი” ,რომ გქვია არაპოლიტიკურ ენაზე, პოლიტიკურ -ხალხურ ენაზე რაც ჰქვია, ხალხმა იცის!
დილა მშვიდობისა “შემთხვევით ,ბრენდული სამოსით დაბრენდილებო” და მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ჩემო კეთილებო , ჭკვიანებო და “სექენდ ჰენდის” უმაგრესო მომხმარებლებო, ბიუჯეტის მძარცველებისგან (წლების მანძილზე) “ დაბრედილებო” თქვენ გენაცვალეთ, ამ “დილით” ერთმა გადაცემამ მომაგონა ერთ-ერთი პოლიტიკოსის გარდერობს განიხილავდნენ და მე კი თქვენ მომაგონდით ყველანი მაგრები, მუსიკოსები, მხატვრები, პოეტები, ლიტერატორები, პატრიოტები,ინჟინრები, გამომგონებლები, ისე უბრალოდ უბნელები, ჩემები – არა ჩემები, ნაღდები. აი, ტელევიზორებთან წლებია, რომ სხედან და დიდი ღირსებით და მოთმინებით “სისულეებს” რომ ისმენენ დილიდან, ნათაღლითარი თუ მოქმედი თაღლითებისგან, მომინდა რომ მეთქვა, რომ მიყვარხართ მაგრა ჩემო ღირსეულებო და “შემთხვევით დაბრედილებისგან” “დაბრედილებო!” ამოვაშროთ რა ეს 30 წლიანი პოლიტიკური ჭაობი და შევცუროთ რა ოკეანეში, იქ არც “შემთხვევით დაბრენდილები” არიან და არც “დაბრედილები”.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.