ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ევროპაში ყოველ 17 წამში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპება” – ჯანმო

ევროპაში ყოველ 17 წამში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპება. – ამის შესახებ გამოცემა  “The Guardian” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

როგორც “The Guardian” წერს,  ჯანმოს ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანს კლუეგმა  განაცხადა, რომ 53 ქვეყანაში, რომლებიც ევროპული რეგიონის ნაწილია, დაფიქსირდა კორონავირუსის 15,7 მილიონი შემთხვევა, მათგან დაახლოებით 4 მილიონი ბოლო თვეში იქნა გამოვლენილი.

მისივე განმარტებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების 80%-ზე მეტს აღენიშნებოდა სიხშირე – 100 ათასზე მეტი 100 შემთხვევაზე.

ამასთან, როგორც აღნიშნული გამოცემიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანმო კვლავ მიიჩნევს, რომ  ”მნიშვნელოვანი ზიანის” თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებას მკაცრი შეზღუდვები წარმოადგენს. კლუგემ აღნიშნა, რომ ევროპაში ჯანდაცვის სისტემები ლიმიტზეა. კერძოდ, საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები 95%-ით არის დაკავებული, ხოლო შვეიცარიაში – 100%-ით.

იტვირთბა....