ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შესახებ წერს.
„როცა პირველი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ გაიგო ფეხზე წამოდგა… პირველივე დღიდან ასე ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას, დაუღალავად… თავი შემოგვწირა… ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ…” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა 17 ნოემბერს დაუდასტურდა. აღნიშნული კლინიკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.