“ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს,” – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ჩიხს, მოლაპარაკებები დაწყებულია. ჩართულები არიან ფასილიტატორები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა, ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.