aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მორიგი შეიარაღებული ძარცვა-ეროვნული კატასტროფისკენ მივექანებით” – სალომე სამადაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირის შეჭრას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“მორიგი შეიარაღებული ძარცვა-ეროვნული კატასტროფისკენ მივექანებით, ჩამოშლილი კრიმინალური ვითარებით, ეკონომიკით, ჯანდაცვის სისტემით, გაზრდილი რუსული სამხედრო ძალით რეგიონში. ქართულმა ოცნებამ ამოწურა ქვეყნის მართვის რესურსი. ესაა რეალობა. მოლაპარაკებების ჩაშლა და ერთპარტიული პარლამენტის შეკრების მცდელობა, იქნება ბნელი ჩიხი, საიდანაც გამოსვლის გზა, ჯერ ვერავინ დასახა. პასუხისმგებლობა, ცხადია, დაეკისრება ივანიშვილს. ასევე პიროვნულად, ყველა დეპუტატს, რომელიც დასთანხმდება ერთპარტიულ პარლამენტში შესვლას. ოპოზიციამ უნდა ამოწუროს მოლაპარაკების ყველა რესურსი ქვეყნის კატასტროფისგან გადასარჩენად. ესაა განსხვავება ჩვენს და ივანიშვილს შორის. ერთ მხარეს არის ძალაუფლებას ჩაფრენილი რუსი ოლიგარქი, მეორე მხარეს სახელმწიფოს მცველები. ეს განსხვავება ძალიან მკაფიოდ უნდა დაინახოს ხალხმა. ესაა ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ არის სწორი”, – წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.

იტვირთბა....