ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ყოველ 17 წამში, ევროპაში, კორონავირუსით ერთი ადამიანი იღუპება.
როგორც BBC წერს, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ევრობაში ახალმა კორონავირუსმა 29 000 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.