“სააკაშვილის როლი არის ბულინგი იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც ვფიქრობ და ვიმედოვნებ, კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და ასევე შემოვლენ პარლამენტშიც. თუმცა, ასევე სააკაშვილზე შემიძლია დავამატო, რომ ეს ადამიანი უტევს დასავლურ ღირებულებებს, ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს დასავლური მისიების წარმომადგენლებს და ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისათვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდელ დეპუტატს, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.