ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) “უპრიანია, ყველაფერი დავწვათ” – სომხები აღდამში ყველაფერს წვავენ

“ტერიტორიის დატოვებამდე, აღდამში უკანონოდ დასახლებული სომხები სახლებს და მაღაზიებს წვავენ” – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Sputnik Armenia-ზე დაყრდნობით იუწყება.

მამაკაცი, სახელად არმენი, ამბობს, რომ საკუთარ სასურსათო მაღაზიას და სახლს დაწვავს.

“მოგვცეს დრო, რომ ხვალამდე წავიდეთ. ყველაფრის წაღებას ვერ ვახერხებთ. ამიტომ უპრიანია, ყველაფერი დავწვათ. მე თურქებს არაფერს დავუტოვებ” – განაცხადა მან.

არმენის თქმით, სოფელ ბოიახმედლიში ის 10 წლის წინ დასახლდა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხები სახლებს ქალბაჯარშიც წვავენ, რითიც გარემოს აზიანებენ.

წყარო: report.ge

იტვირთბა....