საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 93 092 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 186 ადამიანი, თვითიზოლაციაში – 49 047.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.