ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა ოცნებისგან ეხლა საჯარო დებატები…” – ხიდაშელი

როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა ოცნებისგან ეხლა საჯარო დებატები – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“1. როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ჩიხია, ყველაზე უპასუხისმგებლო მოწოდებაა ოცნებისგან ეხლა საჯარო დებატები.

2. ეს ზუსტად იმავე ხაზის გაგრძელებაა რაც ცესკოს მიერ პროპორციული არჩევნების შეჯამების შემდეგ გადათვლაზე საუბრის დაწყება. ვინც ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ მარტივად აგიხსნით რა თქვა ოცნებამ. მართალია ადმინისტარციული პროცედურა დავასრულე,მაგრამ ოპოზიცია თუ თანახმაა მზად ვარ სასამართლოს დავავავლო რომ გადათლა დაგვავალოსო. კიდევ უფრო რომ გავამარტივოდ, სწორედ იმ დღეს როდესაც მეორე შეხვედრა იყო ყველა კარი დახურული იყო უბნებსა და ოქლებში გადათლის. ერთადერთი შანსი რომ გადათლა შესაძლებელი გახდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა რომელიც ამას დაავალებს საარჩევნმო ადმინისტრაციას. ამ შეთავაზებით ოცნებამ საჯაროდ გვითხრა დავავაელ სასამართლოს თუ თქვენ თანახმა იქნებითო.

2. დებატებზე უარი თუ შიშის ნიშანია, მაშ რად გვინდა ასეთი მშიშარა ხელისუფლება რომელიც მთელი საარჩევნო კამპანია უარს ამბობდა დებატებზე იქ, სადაც დედამიწის ზურგზე ყველგან სწორედ ეს არის ჟანრის კლასიკა.

3. დღეს ბატონ კობახიძეს ვუსმენდი და აი ჩვენ რუსთავი 2-ს ვაძლევთ ექსკლუზივსო. რომელ ტელევიზიაზე იქნება ამას კი არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის, კობახიძე როდის დანიშნეს ტელეექსკლუზივების მენეჯერად ეს არის აქ მნიშვნელოვანი.

4. და ბოლოს, დებატების მოთხოვნამდე იქნებ ტელევიზიების ბოიკოტი მოგეხსნათ, უხერხული და სუპერ უკულტუროა როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ტელევიზიების ნახევართან ბოიკოტშია”, – წერს ხიდაშელი.

იტვირთბა....