დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში დღეიდან, რამდენიმე ინფიცირებულთან კონტაქტის გამო გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს დაუდასტურდა.