aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ იქნებიდა ურიგო, ჩვენთან აღნიშნული მედიკამენტით დაწყებულიყო კვლევა, იქნებ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა”- კულუმბეგოვი ახალ მედიკამენტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პრეპარატმა კვლევების მიხედვით საშუალო და მძიმე პაციენტებში 71%-იანი სიკვდილობის შემცირება აჩვენა.

როგორც კულუმბეგოვი წერს, ამ დროისთვის 20-მდე კვლევა მიმდინარეობს, რათა მისი ეფექტურობის უფრო ზუსტი შეფასება მოხდეს.

მისივე თქმით, რაგი იქნებოდა, თუ საქართველოში მკურნალობას ამ პრეპარატით დაიწყებდნენ.

“Baricitinib – რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტმა, რომელიც მიეკუთვნება JAK ინჰიბიტორების კლასს, წინასწარი კვლევებით აჩვენა 71%-იანი სიკვდილობის შემცირება საშუალო და მძიმე COVID19-ით პაციენტებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს 20-მდე კვლევა მისი ეფექტურობის უფრო ზუსტი შეფასებისთვის. წამალი იმედის მომცემია, ეფექტი განპირობებულია მისი ანივირუსული და იმუნომოდულაციური ბუნებით.

არ იქნებიდა ურიგო ჩვენს ქვეყანაში, მძიმე პაციენტებში, აღნიშნული მედიკამენტით დაწყებულიყო სამეცნიერო კვლევა, იქნებ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა!”- წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

 

იტვირთბა....