ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე” – მსჯელობს თუ არა ხელისუფლება საველე ჰოსპიტალების მოწყობაზე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისთვის, გარდა საავადმყოფოებისა, განიხილება სხვა სივრცეების მოწყობა. მისივე თქმით, ასეთი შეიძლება იყოს საგამოფენო ან სამხედრო დანიშნულების სივრცეებო. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას ეს არ დასჭირდება.

“მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე… განიხილება, თუმცა ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული. ჯერჯერობით, 3 000 საწოლის მობილიზება კოვიდისთვის შესაძლებელია ქვეყანაში. მეორეს მხირვ, მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი და რამდენად სწორად გავაკეთებთ მას. დღეს არსებული 5 000 ადამიანიდან, ვინც საავადმყოფოში წევს, მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას. ისინი საჭიროებენ კოვიდსასუტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას,” – აღნიშნა გამყრელიძემ.

იტვირთბა....