ახალი ამბები პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგებს უთანაგრძნობს

“ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში  ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში  ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა.
“ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან”, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტერორისტული წარმონაქმნია, “რომელიც დასრულდება ისე, როგორც ასრულებენ ტერორისტები”.

იტვირთბა....