ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო 20 ათასს გარდაცვლილ მოქალაქეს არ მიიღებს. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები.
„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ. ეს რიცხვი ჩვენ არცერთ დათვლაში არ მიგვიღია. თქვენ იცით, რომ მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც იქნება საჭირო,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, როგორც ბიძინა კულმბეგოვმა სოციალურ ქსელსი დაწერა, “საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდაოდ შეშურდებათ ჩვენი. შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.”