ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც კულუმბეგოვი წერს, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას.
მიისვე თქმით, ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შედეგად ქვეყანაში 15-20 ათას მოქალაქე გარდაიცვლება.
“ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია. ძირითადად სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით უკვე რა ზომებია მიღებული. აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა ვიცოდეთ.
იმდენი ვიძახეთ მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება, საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდაოდ შეშურდებათ ჩვენი.
შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 65 291 გამოჯანმრთელდა, 733 კი, გარდაიცვალა.