ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებულით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დღევანდელ სადამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ნიკა ნარიმანიძის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ანა უთიაშვილის ადვოკატი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული სიტყვით წარსდგა. როგორც ბრალდენული განმარტავს, მას მოკლულმა შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელობა აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. აღნიშნული მკვლელობა თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის საცხოვრებელ ბი­ნა­ში მოხდა.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავა.

იტვირთბა....