“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“სამი კატეგორიის ხალხის არ მესმის:
– ცოლ-ქმარის, რომელიც საერთო ფეისბუქ ანგარიშს აკეთებს;
– ხალხის, რომელიც კომენტარებში და პირადში “შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე”-ს მწერს ყოველთვის, მზადაა ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილი ქმარს გააშოროს და მე მომათხოვოს, მაგრამ ხმას სხვას აძლევს;
და
– ნაცების, რომლებმაც საბურთალოზე ხმა ელისაშვილს მიცეს და დღეს აღშფოთებული წერენ მასზე”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.