aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიშას ფულებს, რომ თქლაფავს, ეს გონივრული ეჭვი განამტკიცა წუხელის ელისაშვილმა!” – პროფესორი ალეკო ელისაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მიშას ფულებს, რომ თქლაფავს, ეს გონივრული ეჭვი განამტკიცა წუხელის ელისაშვილმა!” – აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პროფესორი, ედიშერ გვეტაძე “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერების მწვავე დაპირისპირებას.

“მეტრონომი” პროფესორის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“როგორ უსწრაფესად იშიფრებიან! მიშას ფულებს, რომ თქლაფავს ეს გონივრული ეჭვი განაამტკიცა წუხელის ელისაშვილმა!

როგორ წუწკი კატასავით გაიძურწა ბარამიძესთან, მეტი რაიმე არ წამომაძახოს ნაცბელადის ‘ანტიკორუფციულ-კორუფციულმა” ვეზირმაო!

ალიკო გიცანით, გიცანით!

თუმცა რა ცნობა გინდა?!

დიდი ხანია ვიცით ვინც ბრძანდები!

ცოტა მოუკელი ტყუილებს თუ არა, თორემ მართლა სუპერბურატინოს დაემსგავსე!

ისე ალე რა ჭამე ბიჯო ასეთი ბარამიძის შემობღვერაზე, რომ აქეთ-იქით იყურები და სად გაიქცე არ იცი!

თუმცა არაფერია, არაფერი!

შენისთანა თვითმარქვია პალიტიკოსებისათვის ფული იყოს და….!” – წერს პროფესორი ედიშერ გვეტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ. მწვავე დაბატების მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა.

იტვირთბა....