aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კარგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო მედიას სახიფათო ვითარება ვაჩვენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა” – ბოკერია მაიკ პომპეოს ვიზიტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებული აქციის დეტალები შეთანხმდა,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ლელოს” ოფისში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ამგვარი მოვლენა კარგი შესაძლებლობაა, მათ შორის საერთაშორისო მედიას დღევანდელი სახიფათო ვითარება ვაჩვენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

“როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, უნდა იყოს აქცია – ჯერ ერთი, ამ კარგი ამბის აღსანიშნავად. ის, რომ საქართველო მთავარი პარტნიორების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, ამ თვალსაზრისით სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან კარგი ამბავია. მეორე მხრივ, ყველა ამგვარი მოვლენა კარგი შესაძლებლობაა, მათ შორის საერთაშორისო მედიას დღევანდელი სახიფათო ვითარება ვაჩვენოთ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ამასთან, “ლელოს” ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიიცის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 ნოემბერს ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას გამართავს.

იტვირთბა....