aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა” – დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა,” – ამის შესახებ ამერიკის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში, ტვიტერში წერს.

აღნიშნული განცხადებით ტრამპი 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებოლ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ არჩევნები გაყალბებულია.

„მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს. ხმები ითვლებოდა მემარცხენე რადიკალების კუთვნილი ცუდი რეპუტაციისა და აჭურვილობის მქონე კომპანია Dominion-ის მიერ, ასევე „ფეიკ“ მედიის “ , – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

იტვირთბა....