aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2 – მეტრიანი დისტანციის დაცვით ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს.

მისივე განცხადებით, აქციაზე მისულ ადამიანებს მდუმარე პროტესტისთვის მიეცემა სტიკერები სადაც ეწერება – გაყალბებულია.

„18-ში, ოთხშაბათს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება დაცული 2- მეტრიანი დისტანციით და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა მდუმარე პროტესტისთვის მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია, დააფენს დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საშუალება საქართველოს და ამერიკის დროშების, ასევე რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ საკითხზე, მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე და ა.შ. მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული, ამიტომ ყველა ადამიანს მინდა მოვუწოდო, ვინც თვლის, რომ არჩევნები არის გაყალბებული, სულ ერთია მოსწონს ვიღაც პოლიტიკოსი თუ არა, პარტია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და მდუმარედ დააფიქსირეთ პოზიცია, დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ჩვენი სტუმრის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული, კანონმორჩილი საზოგადოება, გვინდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ იპარავს არჩევნებს“, – განაცხადა უგულავამ.

იტვირთბა....