ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“პანდემიის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით” – უგურ საჰინი

“პანდემიის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით,” – ამის შესახებ BBC-ი კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელისა და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლის, უგურ საჰინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

პროფესორის განმარტებით, ეს ზამთარი რთული იქნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.

ამასთან, როგორც საჰინი აცხადებს, ვაქცინა კორონავირუსისგან ადამიანების 90%-ს დაიცავს. მეცნიერის თქმით, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის ვაქცინაცია შესაძლოა ამ წლის ბოლოს დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ცნობისთვის, ტესტირებაში მონაწილეობა 43 000-მა ადამიანმა მიიღო.

 

იტვირთბა....