aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეგრე არ გამოვა – ვერ მიაჩუმათებთ და ვერ მოტეხავთ ამ კაცს” – ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილიზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დასძენს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის გამო ატეხილ ვენებათღელვას ეხმაურება.

“მეტრონომი” ექსპერტის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ.

““მიხეილ სააკაშვილის გამო ატეხილ ვენებათღელვას მინდა გამოვეხმაურო და ერთგვარად მივმართოსავით მათ, ვინც მიიჩნევს, რომ მისი აქტიურობა პრობლემას უქმნის ოპოზიციურ ერთობას და საერთო საქმეს. თავიდანვე ვიტყვი, რომ ამგვარ დამოკიდებულებას მე არ ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები სრულიად სხვა პოზიციიდან”.

ვისაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება, ეს აქვს არა იმიტომ, რომ ქოჩორი არ მოწონს მისი ან თვალების ფერი, არამედ მის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული პოლიტიკის გამო.

ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებიც მისი პოლიტიკური მმართველობის გამოა და არა იმიტომ, რომ მას გიგანტური ხეები უყვარს და ზებრა დაურბის ეზოში.და როდესაც ვიღაც ამბობს, რომ მას არც მიშა უნდა და არც ბიძინა, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა არც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და არც ის ხელისუფლება, სადაც მმართველი იქნება სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ ბიძინას წინააღმდეგ და ამ ყველაში გულისხმობენ ნაციონალურ მოძრაობასაც, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა აღქმული ტაქტიკურ ერთობად და არა მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პრელუდიად, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მასზე მეტი პოლიტიკური წონა რომ ჰქონდეთ და მის გარეშეც შეეძლოთ ძლიერი პოლიტიკური ერთობის შექმნა.

ხოლო თუ ეს სხვა ოპოზიციური ძალები ვერ ქმნიან ნაცმოძრაობის თანაზომად ბლოკს და ცალ-ცალკე მათი რეიტინგი არათუ დაბალია, არამედ ერთად აღებულიც კი საგრძნობლად ჩამოუვარდება სააკაშვილისას, მაშინ გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრის ლიდერი ავტომატურად და ბუნებრივად გამოდის მიხეილ სააკაშვილი.თუ სუსტი და ძლიერი ერთიანდება, იქ ლიდერი ბუნებრივად ხდება ის, ვინც უფრო ძლიერია და სუსტმა ძლიერს მოთხოვოს, გავერთიანდეთ, მაგრამ ლიდერი შენ ნუ იქნებიო, ეგეთი რამე მე არ გამიგია.გარდა ამისა, თუ პოლიტიკური ოპოზიცია ეთანხმება მიხეილს სააკაშვილს იმაში, რომ

ა) ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი საქართველოში;
ბ) ქვეყნის უკუსვლა დაიწყო 2012 წლის შემდეგ და ახლა რაც ხდება, ბევრად უარესია ვიდრე მაშინ რაც იყო;
გ) ეკონომიკა ჩამოგვექცა თავზე, ქვეყანა წალეკა კრიმინალმა და კორუფციამ, ხელისუფლება ალიანსშია კანონიერ ქურდებთან და ფაქტობრივად დავბრუნდით 90-იანებში;
აი, ასე თუ ფიქრობთ და ხელისუფლებასთან ეს პრეტენზია გაქვთ, მაშინ სრულიად გაუგებარია რატომ არ გინდათ სააკაშვილი? სხვა კი არაფერს არ ლაპარაკობს ის და სიტყვიერად ისიც დემოკრატიის და სამართლიანობის მომხრეა. მის პროდასავლურობასა და მოდერნიზაციისკენ სწრაფვაზეც არაა სერიოზული ეჭვები. რეიტინგი კი ბევრად მეტი აქვს ვიდრე მთელ დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს. ამგვარი დღის წესრიგით თქვენ ხომ ფაქტობრივად უარს ამბობთ იმ ამომრჩეველზე, რომელიც ფიქრობს რომ სააკაშვილის მმართველობა, როგორც მინიმუმ, არანაკლებ ცუდი იყო ვიდრე ივანიშვილის ამჟამინდელი მმართველობაა? და ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის მმართველობა ჯობდა ივანიშვილისას, იმ ამომრჩეველს ეუბნებით, რომ სააკაშვილი არ გინდათ?რა ლოგიკაა ეს?თუ ყველაფერს იგივეს ამბობთ რაც მიშა, მაგრამ თვითონ ის არ გინდათ, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ პიროვნული გართულება გაქვთ მის მიმართ და არა რაღაც პრინციპული ან ღირებულებითი სხვაობა. ამიტომ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეგრე არ გამოვა. ვერ მიაჩუმათებთ და ვერ მოტეხავთ ამ კაცს. არ მოგცემთ ამის საშუალებას.
პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ის თქვენზე ნაკლებად არ ერკვევა, თუ უფრო უკეთ არა. ხოლო თუ რაიმე გასხვავებული ხედვები გაქვთ და იმიტომ არ გინდათ სააკაშვილი, მაშინ დადექით ცალკე და წარმოადგინეთ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუ ასეთი რამ საერთოდ გაგაჩნიათ. ეს ცხადია, არანაირად არ ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილთან არ უნდა ითანამშრომლოთ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ გამიჯვნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ რაღაც საკუთარი იდენტობა შეიძინოთ და არ იყოს ნაც-ქოცურ ორპოლუსიანობაში გაჩხერილი მესამე ზედმეტივით. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგინახავთ ამომრჩეველი როგორც სხვას და არა როგორც სააკაშვილის სატელიტებს და დანამატებს.
ახლა კი, როცა სააკაშვილის დღის წესრიგით უტევთ ხელისუფლებას და თან სააკაშვილი არ გვინდა ლიდერადო ამბობთ, ეს რიგითი ქართველი ამომრჩევლისთვის ან არადამაჯერებელია, ან გაუგებარი” – წერს ზურაბიშვილი
იტვირთბა....