aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის ფორმირება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული რეაგირების უწყებათაშორისი ცენტრის ფორმირება დაიწყო. – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სრული მასშტაბით, სტეპანაკერტში ჰუმანიტარული რეაგირების ცენტრის ფორმირება 2020 წლის 20 ნოემბერს დასრულდება.

„ამ მიზნით, 2020 წლის 14 ნოემბრიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში, სტეპანაკერტში უკვე განთავსებულია ცენტრის ოპერატიული ჯგუფი. 15 ნოემბრიდან, ცენტრის დაჯგუფების გაზრდისთვის ხდება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის პერებაზირება, რომელიც ოპერატიული რეაგირების უწყებათაშორის ცენტრში შევა, მათ შორის, რუსეთის “ეფ-ეს-ბე”- ს სასაზღვრო სამსახურის ძალებისა და საშუალებების და რუსეთის სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ხარჯზე“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....