aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენს პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ხალხის პრობლემები, მათ ძალაუფლება არა ქვეყნის, არამედ საკუთარი უკეთესი მომავლისთვის უნდათ” – კონსტიტუციონალისტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

წყალტუბოში, სოფელ ჟონეთში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით მშვიდობიანი აქცის დაშლას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.

“მეტრონომი” კონსტიტუციონალისტის ფეისბიქ პოსტს უცვლელად გთვაზობთ.

ოპოზიცია იმაზე კამათობს მიშა უნდა ჩამოვიდეს თუ არა. უმრავლესობა მუშტებზე იხედება. ამის პარალელურად კი გუშინ პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი აქცია სოფელ ჟონეთში (წყალტუბო). მოქალაქეები მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. აპროტესტებენ დიდი ხანია, საოცარი მიზანდასახულობით და მედგრად. თუმცა ეს ამბავი საინფორმაციო სივრცეში ადგილს ვერ იკავებს. ჩვენს პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ხალხის პრობლემები, მათ ძალაუფლება არა ქვეყნის, არამედ საკუთარი უკეთესი მომავლისთვის უნდათ.

მონაწილეების ამას ყვებიან: „ჯაჭვი გავაკეთეთ და ისე ვიდექით. პოლიცია მოგვაწვა და ჩვენ რადგან ერთმანეთზე ვიყავით გადაბმული ჯაჭვებით, ყველა წავიქეცით და შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს. სხვანაირად ვერ დაშალეს ეს ხალხი, რადგან გადაბმულები ვიყავით და ძალით ათრიეს.“

ამაზე არ არის live ჩართვები, არ იქმნება საგანგებო მდგომარეობა, არავითარი ფორსმაჟორი და არავინ ითხოვს სასწრაფო რეაგირებას, არავინ გაჩქარებს.

ამ პირობებში, დანარჩენ მოქალაქეებს, ვისაც სამართლიანობა გვიყვარს, ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთი მოვნახოთ, დავუდასტუროთ სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს ვინც უთანასწორო ბრძოლაში სიმართლის მხარესაა.” – წერს ვახუშტი მენაბდე.

იტვირთბა....