ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“კალაძე, მდინარაძე და კობახიძე ქართული პოლიტიკის კორიდაზე მუდმივად წითელ ნაჭერს აფრიალებენ” – გია ხუხაშვილი

“კალაძე, მდინარაძე და კობახიძე ქართული პოლიტიკის კორიდაზე მუდმივად წითელ ნაჭერს აფრიალებენ”, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, სრულფასოვანი შეთანხმება, რომ შედგეს, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და გადაწყვეტილება სადღაც შუაში უნდა იყოს და არა რომელიმე მხარეს სასარგებლოდ .

„სამწუხაროდ, ორივე მხარის პოზიცია ხისტია და შესაბამისად, როგორც ტრადიციულად ხდება საქართველოში, იმდენად დიალოგთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც ორ მონოლოგთან. ნიუანსია ის, რომ ხელისუფლება, თითქოს ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი – კონსტრუქციულ განცხადებებს აკეთებს, იგივე თალაკვაძე და გახარია და მეორე ფრთა ე.წ. ომის პარტია – კალაძე, მდინარაძე და კობახიძე ქართული პოლიტიკის კორიდაზე მუდმივად წითელ ნაჭერს აფრიალებენ. ასეთი ვითარებაა, ასე რომ როგორც ხდება ყოველთვის, დიალოგისა და კონსენსუსის ძიების არანაირი პოტენციალი მხარეებს არა აქვთ. ორივე კუნთებზე იყურება, ძალით უნდა გადატეხვა, თავის გზას აცხადებს ერთადერთ მისაღებად და ერთმანეთს შუბლით ეტაკებიან. ერთადერთი ინსტრუმენტი, ისევე როგორც ყოველთვის მხარეებზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლაა, რომ კეთილი ინებონ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ და ორივემ რაღაც დათმოს. სრულფასოვანი შეთანხმება, რომ შედგეს, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სადღაც შუაში უნდა იყოს და არა რომელიმე მხარეს სასარგებლოდ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს შედგა.

იტვირთბა....