ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტები მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა – “ბი-ბი-სი”

რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიამცის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-სი ავრცელებს.

როგორც უცხოური მედია იუწყება, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გავრცელდა, სადაც ინტენსიური თერაპიის პალატა იყო განთავსებული და 16 ინფიცირებული მკურნალობდა.

მათივე ცნობით, ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.

ამასთან, როგორც რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი, ნელუ ტატარუს აცხადებს, საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

იტვირთბა....