ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მიშოს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, სისხლი სდიოდა, ამ კაცმა მეც დამჭრა, გოგო კი მაკავებდა” – სასტიკი მკვლელობის მოწმე შემზარავ ღამეს იხსენებს

თბილისში თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის მოწმე, დაზარალებული ლევან შაბურაშვილი, სისხლიანი ღამის დეტალებს პირველად ჰყვება.

დაზარალებული პარტია „კანონი და სამართალის” წევრია, ის ამბობს, რომ მის მეგობარს, 36 წლის მიშო მელიქიშვილს ყელი, ნაცნობმა ნიკა ნარიმანიძემ გამოჭრა.

დაზარალებული ამბობს, რომ 40 წლის კაცმა, მისი თავიდან მოშორებაც სცადა და ყელზე დანა დაუსვა, თუმცა მან ნასვამი მამაკაცის მოგერიება შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ქალს, ლევან შაბიურიშვილი ამბობს, რომ ის დანაშაულის თანამონაწილეა. მეტიც, როცა დაჭრილი საშველად მეზობლებთან გასვლას ცდილობდა, ბრალდებული ქალი მას აკავებდა.

„გუშინ, ჩემმა მეგობარმა, მიშომ ნებართვა მთხოვა, შეიძლებოდა თუ არა ჩემს საცხოვრებელ სახლში, მისი მეგობარი ნიკა ნარიმანიძე ამოსულიყო. ბუნებრივია დავთანხმდი, ეს კაცი მალევე ამოვიდა და ლუდის სმა დაიწყეს. მას თან გოგო ახლდა, გაგვაცნო როგორც მისი მეგობარი ქალი, ეს გოგო, მალევე წავიდა, ნიკამ გააცილა, თვითონ კი ისევ ამობრუნდა ჩვენთან. რადგან კომენდანტის საათი იყო, სტუმარს ვუმასპინძლე და ნება დავრთე დარჩენილიყო. მათ დალევა გააგრძელეს. მე რახან დილით ადრე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, დასაძინებლად წავედი. ამასობაში კარების ხმა გავიგე – ეს გოგო ისევ ამობრუნდა…

რამდენიმე წუთში, ყვირილის ხმა გავიგე – მიშო მეძახდა ლევან… წამოვხტი, შუქები ჩამქრალი იყო, „ლოჯში“ მიშოს ცხედარი ეგდო! გადავაბრუნე, ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ნიკამ უკან ხელი მომხვია და ყელზე დანა გამომისვა, მისი შეკავება შევძელი, დანა წავართვი და დავაგდე.

ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ეს გოგო კი მაჩუმებდა და მაკავებდა. ის ჩვეულებრივი მკვლელია, მისი გვარი არ ვიცი. ანის ეძახდა.

ღვთის წყალობით, ორივეს დაუსხლტდდი. კაცი გამომეკიდა, მეზობლები არ შეყარო, მთვრალი ხარ უბრალოდო… მეჯიკავებოდა. არ მახსოვს, როგორ აღვმოვჩნდდი მესამე სართულზე არ ვიცი! ეს აუბრუნებულა და ჩემს სახლში კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გაუჩენია“ – ამბობს შაბურაშვილი.

 

წყარო: „ნიუპოსტი“

იტვირთბა....