ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არც ელისაშვილის, არც უსუფაშვილის, არც ხაზარაძის და არც სხვების გასამიჯნი სააკაშვილს არაფერი სჭირს! – დევნილი პრეზიდენტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს” – კილაძე

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” ეთერში ოპოზიციის ლიდერების დაპირისპირებას ეხმაურება.

“მეტრონომი” ელისო კილაძეს “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

გათავისუფლდით მიშას კომპლექსისგან:

“გინდათ თუ არ გინდათ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მიშა არის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში.
რვა წელია ქვეყნიდან დევნილია და ამ არჩევნებზე მისმა პარტიამ, ტოტალური გაყალბების პირობებში აიღო 28%.

თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ოცნება სახლში უნდა გავისტუმროთ, კეთილი ინებეთ და 2,3,4 და 5 %-იანმა პარტიებმა მოთოკეთ საკუთარი ბუმბერაზი ამბიციები !

მიშამ ეს გააკეთა-პრემიერის პოსტი დადო საერთო ყულაბაში!!

არც ელისაშვილის, არც უსუფაშვილის, არც ხაზარაძის და არც სხვების გასამიჯნი სააკაშვილს არაფერი სჭირს!

შეცდომები-კი ბატონო, ჰქონდა !

თქვენ უშეცდომოები ხართ? – არა!

დავთვალოთ? – არა, არ გვინდა!

ვაკრიტიკებდი და მომავალშიც ბევრჯერ გავაკრიტიკებ, ოპონენტიც ვყოფილვარ და მხარიც დამიჭერია, პირადად შევხვედრივარ და მითქვამს ის რასაც ვფიქრობდი, გავბრაზებულვარ და გაბრაზებულა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ არის უდავო – მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი! – და დევნილი პრეზიდენტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....