ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გთხოვთ თუ რომელიმეს დაგიდასტურდათ ეს დაავადება ნუ დამალავთ…” – არქიმანდრიტი სერაფიმე მრევლს მიმართავს

არქიმანდრიტი სერაფიმე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მონასტერში დღეიდან კარანტინი გამოცხადდა.

არქიმანდრიტი მრევლს მოუწოდებს არ დამალონ თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ.

“უამრავი მწერს მართალიაო რომ თქვენს საძმოს მონასტერში დაუდასტურდა covid 19 ??? დიახ მართალია და ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას. თუ ჩვენს საძმოს სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ეს დაავადება და ეს პროცესი, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენგან არ გადაედება სხვას. ამიტომ ჩემი კურთხევით ავთანდილმა დაწერა და გამცნოთ რომ მონასტერში დღეიდან ჩათვალეთ რომ კარანტინია. გთხოვთ თუ რომელიმეს დაგიდასტურდათ ეს დაავადება კი ნუ დამალავთ ამას არამედ ღიად განაცხადეთ და მოერიდეთ ხალხს. იცოდეთ რომ თუ თქვენგან გადაედება ვინმეს ისეთს ვისაც ემუნიტედი დაქვეითებული აქვს შეიძლება ვერც გადაიტანის და ამ ცოდვას ნუ აიკიდებთ. გლოცავთ ყველას და გთხოვთ მოგვიხსენიოთ . დიდი პატივისცემით და სიყვარულით არქიმანდრიტი სერაფიმე.”

იტვირთბა....