aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია” – კახი კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური წარსულია.

მისივე განმარტებით, სიტყვის თავისუფლება საქართველოში უმაღლეს დონეზეა, თუმცა „ვინც კანონს გაცდება, ამას შესაბამისი სამსახურებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“

“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის აყვანილი უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედავს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ვინც კანონს გაცდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახხელმწიფო და არავის არ ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები. შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ პოლიტიკური წარსული“

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მსმენელის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალო”.

იტვირთბა....