“მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად ეს კანონი და თვითონ დაშლიგინობენ – ესწრებიან ფეხბურთს, მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც ჩვენ გვაჯარიმებენ და ა.შ. სამარცხვინოა, ეს უკვე ნიშნავს, რომ რეჟიმი გაფორმდა ამ ქვეყანაში, ორუელის “ცხოველთა ფერმა” იყო გუშინ რაც ვიხილეთ.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიერი
ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მმართველი გუნდის წევრების დასწრებაზე განაცხადა.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.