ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ მთავრობა არ შეიცვლება კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში ჩამოსვლას დიდი დრო დასჭირდება – იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს ვსაუბრობ” – მიხეილ სააკაშვილი

საქარტელოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვისას აღნიშნავს, თუ ეს მთავრობა არ შეიცვლება კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

„მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის, რომ ცივა, მესმის, რომ კორონავირუსია და კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა. თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა ამ ვაქცინის საქართველოში ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუ ნორმალური მთავრობა იქნა როგორც კი აშშ-ში გამოვა ეს ვაქცინა, პრაქტიკულად იმავე დღეს, ან მეორე დღეს იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არასდროს არაფერს ვსაუბრობ და ვლაპარაკობ“, – ამბობს სააკაშვილი.

იტვირთბა....