aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ესენი რა სტატუსით იყვნენ სტადიონზე, – მატჩის კომისრების? – ესაა დღევანდელი საქართველო, ოცნების რეჟიმის ქვეყანა”

“ქართული ოცნების სლოგანია “საქართველო – დამარცხება ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში”
პ.ს. ესენი რა სტატუსით იყვნენ სტადიონზე, მატჩის კომისრების? ამ დროს, ათასობით ადამიანი ქუჩაში იდგა და აჯარიმებდნენ. ჰო, ისინი ხომ მეორეხაროსხოვანი ხალხია და ესენი – ელიტა. ესაა დღევანდელი საქართველო, ოცნების რეჟიმის ქვეყანა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

აღნიშნულ განცხადებას გვარამია სოციალურ ქსელში საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრის შესახებ წერს.

გვარამია “ფეისბუქ” პოსტს თან ფოტოს ურთავს.

შეგახსენებთ, რომ  12 ნოემბერს  საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა. ამასთან სტადიონზე იმყოფებოდნენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

იტვირთბა....