ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში 39 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 39 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კაცი საცხოვრებელ სახლში ნათესავმა იპოვა, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახა.

გარეგნული დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....